მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა რაგბის ეროვნული ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე უგულშემატკივრა

საქართველოს პრეზიდენტმა რაგბის ეროვნული ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე უგულშემატკივრა

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ მესხის სტადიონზე ბორჯღლოსნების საგულშემატკივროდ მივიდა. გიორგი მარგველაშვილი ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს დაესწრო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ირაკლი  მაჩხანელმა სახელმწიფოს მეთაურს ნაკრების მაისური გადასცა და გუნდის წევრები გააცნო. გიორგი მარგველაშვილი ტონგას ნაკრების წევრებსაც მიესალმა. ტრიბუნაზე დაბრუნებისას ქვეყნის პირველმა პირმა 19 წლამდე ბორჯღალოსნებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა, რომელიც მათ გასულ შაბათს პორტუგალიაში მოიპოვეს.

პრეზიდენტმა მორაგბეები მატჩის დასრულების შემდეგაც გაამხნევა, კარგი თამაშისთვის მათ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. 

Add to Twitter Add to Facebook