მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა

ძვირფასო თანამოქალაქენო,

დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა ღირსეულად, კიდევ ერთი ენერგიული ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისკენ.

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ დემოკრატიული პროცესი.

ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება თითოეული ჩვენგანის დამსახურება და უმთავრესი გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, არის ის, რომ მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება, წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარების მიმართულებით, ხმამაღლა განვაცხადეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, განუხრელად ვიაროთ დემოკრატიისა და პროგრესის გზით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი მალე მოიმკის ამ ღირსეულ ნაბიჯთა სასიკეთო შედეგებს.

გილოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას. ერთიანობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

Add to Twitter Add to Facebook