მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. გიორგი მარგველაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებთან ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ტალინში გამართული მაღალი რანგის შეხვედრები შეაფასა.  

„შევხვდით ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და  საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს იყო უაღრესად იმედის მომცემი შეხვედრები, განსაკუთრებით ისეთ დაძაბულ ვითარებაში, როგორიც ახლა არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ესტონეთის სრული მხარდაჭერა როგორც ნატოში ინტეგრაციის, ისე ევროპასთან ასოცირებისა და ევროპულ ოჯახში გაწევრების თვალსაზრისით. ეს იყო მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა საქართველოსა და ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიული კურსის მიმართ. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რაც ყველა შეხვედრაზე აღვნიშნე - ჩვენ დიდად ვემადლიერებით ესტონელ პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის დამლევს ქვეყნის პირველი პირი ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად თბილისში გაემგზავრა.

Add to Twitter Add to Facebook