მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დაიკავა გიორგი კვერენჩხილაძემ. 2014 წლის იანვრიდან დღემდე იგი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ მუშაობდა.  

გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია და წლების განმავლობაში  მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი კითხულობდა ლექციებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. გიორგი კვერენჩხილაძემ ამ თანამდებობაზე დავით პატარაია შეცვალა.

Add to Twitter Add to Facebook