მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დედებს დღევანდელი დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დედებს დღევანდელი დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა დედის დღე საქართველოს ყველა დედას მიულოცა და თითოეულ მათგანს შვილების ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობა უსურვა. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ის დედები, რომელთა შვილები ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ.

„დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას ჩვენს ქვეყანაში – მათ, ვინც ყველაზე მეტს ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდაზე და ამდენად, საქართველოს ღირსეულ მომავალზე. დღევანდელ დღეს პატივისცემითა და ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ დედებს, რომლებმაც განიცადეს ყველაზე მძიმე დანაკლისი, რომელიც შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს – ვინც სხვადასხვა გარემოებებში დაკარგეს შვილები. მოწიწებით ვიხრი ქედს საქართველოს ერთიანობისა და ნათელი მომავლისათვის შეწირულ გმირთა დედების წინაშე. ყველა დედას ვუსურვებ უმთავრესს მათ ცხოვრებაში – შვილების ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მილოცვის წერილში.

Add to Twitter Add to Facebook