მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს ხაბ-ნისანის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს ხაბ-ნისანის დღესასწაული მიულოცა

ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ასირიელო  თანამემამულენო,

სულით და გულით გილოცავთ  ხაბ-ნისანს -  ახალი წლის შემობრძანებას - გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების ამ ბრწყინვალე დღესასაწაულს.

თქვენ ძალზე  მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის  განვითარებაში. თქვენი ერთგულება და მაღალი სამოქალაქო შეგნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

საუკუნეთა განმავლობაში რუდუნებით შენახული თქვენი ულამაზესი ტრადიციები ჩვენი საერთო სამშობლოს სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.

დღეგრძელობას,  ბედნიერებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას,  გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

Add to Twitter Add to Facebook