მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის უდიდეს დღესასწაულს. მშვიდობის, იმედის, თანადგომის, მოყვასზე ზრუნვისა  და სიკეთის გამარჯვების ამ დღეს ყველა თქვენგანი განსაკუთრებულად  ზეიმობს. 

საქართველოს მუსლიმი თემი  ჩვენი საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და  ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და წარმატებებს, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

Add to Twitter Add to Facebook