მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას მეგობრულ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას მეგობრულ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგას დღეს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა.  

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერჟ სარგსიანი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. სერჟ სარგსიანმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მათი მემორიალი.

მოგვიანებით კი სომხეთის პრეზიდენტმა წმინდა ეჩმიაწინის სახელობის ტაძარი მოინახულა და სომხური კულტურის ცენტრში დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. სერჟ სარგსიანი მეტეხის პლატოზეც იმყოფებოდა, საიდანაც ძველი თბილისის ხედები დაათვალიერა.  

სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა. სომხეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად უკვე გაემგზავრა საქართველოდან.  გიორგი მარგველაშვილმა სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირადად გააცილა. 

Add to Twitter Add to Facebook