მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან ჰოვჰანეს მანუკიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჰოვჰანეს მანუკიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს თანადგომისთვის და ქვეყნის განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. 

Add to Twitter Add to Facebook