მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი ვახტანგ

საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დანიშნა

 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე შეცვალა. 
 
დანიშვნის შესახებ შესაბამისი N22/11/02 განკარგულების ხელმოწერამდე თავის სამუშაო ოთახში საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილ და ახალ უფროსებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირინა იმერლიშვილს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. 
 
საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილი პირველ სამუშაო კვირას ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში ქართველ სამხედროებთან შეხვედრით დაასრულებს. 
 
 
Add to Twitter Add to Facebook