მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილი დანიშნა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი დანიშნა. შეხვედრისას, შეწყალების კომისიის სამუშაო სტრატეგია დასახეს და  სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, კომისიის დებულების განახლების აუცილებლობაზე იმსჯელეს. კომისიაში ძველი შემადგენლობიდან  რჩებიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი და მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე.

"მინდა კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ დათანხმდნენ ასეთ მნიშვნელოვან და, ამავედროულად, რთულ სამსახურს. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზეც და დებულების დახვეწასა და განახლებაზე, რათა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს მისი მუშაობა. კომისიის ყველა წევრის შერჩევის კრიტერიუმი იყო ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან აქვთ; ისინი არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მათი განსაკუთრებული ღირებულებები და ჰუმანურობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ახალი კომისიის შემადგენლობაში არიან: ალეკო ელისაშვილი, ლია მუხაშავრია, თამარ ხიდაშელი, ეკა გიგაური, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად ქორიძე, თეა გოგოტიშვილი, კოტე ჯანდიერი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, გივი შაჰნაზარი.

შეხვედრა შეწყალების კომისიის ახალ წევრებთან სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

 

Add to Twitter Add to Facebook