მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა 36 სამხედრო მოსამსახურე გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 36 სამხედრო მოსამსახურე გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

დღეს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალებს დაარსების 23-ე წლისთავი მიულოცა და ქვეყნისა და ხალხის მსახურებისათვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ჯარისკაცების წვლილი საერთაშორისო მისიებში და ის გმირები გაიხსენა, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირეს თავი.

„სამშობლო, ღირსება, ერთგულება - ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ საქმით. ერთგულად დგახართ რა ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე, თქვენ უზრუნველყოფთ სახელმწიფოს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელ და უმთავრეს პირობას - მშვიდობას... მოწიწებით ვიხრი ქედს სამშობლოსათვის თავდადებული ყველა გმირის ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნულია მილოცვის წერილში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, სიკვდილის შემდეგ 36 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პირველმა პირმა დღეს მოაწერა ხელი.

Add to Twitter Add to Facebook