მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით  და

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით  დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და იმ თავდადებაზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ხალხმა აპრილის მძიმე დღეებში გამოიჩინა.

ქვეყნის პირველმა პირმა სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,  1989 წლის 9 აპრილს  დაღუპული გმირები სიკვდილის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა მათი ოჯახის წევრებს პირადად გადასცა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. 

Add to Twitter Add to Facebook