მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა  უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა  უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის საელჩოში დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა უკრაინის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ უკრაინელ ხალხს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს.

ქვეყნის პირველმა პირმა დღეს უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

13 იანვარს  დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს. ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

Add to Twitter Add to Facebook