მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტსა და ლიტვის არჩეულ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტსა და ლიტვის არჩეულ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში  გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში მას წარმატებები უსურვა.  

ლიდერებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა ლიტველ კოლეგას, როგორც მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. 

Add to Twitter Add to Facebook