მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის პირველ ლედისთან ერთად იაპონიის იმპერატორმა უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის პირველ ლედისთან ერთად იაპონიის იმპერატორმა უმასპინძლა

დღეს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოსთან. იმპერატორი და მისი მეუღლე ქვეყნის პირველ პირსა და პირველ ლედის პირადად დახვდნენ და მათ საკუთარ  სასახლეში უმასპინძლეს.

გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა, იაპონური ტრადიციებისა და ეტიკეტის სრული დაცვით ჩაიარა. 

იმპერატორი აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორია. იგი ერთადერთი მონარქი მმართველია, რომელსაც იმპერატორის ტიტული აქვს და ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.  

Add to Twitter Add to Facebook