მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტს შვიდი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა  რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს შვიდი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა  რწმუნებათა სიგელი გადასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პირველ პირს რწმუნებათა სიგელები შვიდი ქვეყნის: ომანის სასულთნოს, ირლანდიის, ავსტრალიის, სერბეთის, თურქმენეთის, ფილიპინებისა და მალტის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. 

Add to Twitter Add to Facebook