მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდეტმა პეტრო პოროშენკოს გამოსვლა შეაფასა

საქართველოს პრეზიდეტმა პეტრო პოროშენკოს გამოსვლა შეაფასა

უკრაინის პრეზიდენტის ინაუგრაციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს გამოსვლა შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალმა პრეზიდენტმა მიმართვისას ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მოსახლეობის კეთილდღეობა და ევროინტეგრაცია.    

"ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხაზგასმული, ეს იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ყირიმის უკრაინის ნაწილად დარჩენა; ეს იყო ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი, ასევე მოწოდება თანამემამულეებისადმი, ერთად გააგრძელონ მშვიდობიანი თანაარსებობა და ის, რომ უკრაინა რჩება უნიტარულ სახელმწიფოდ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

Add to Twitter Add to Facebook