მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ესტუმრება

საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ესტუმრება

დღეს  საქართველოს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ეწვევა.

შვეიცარიელ კოლეგას გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. 3 ივნისს საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივი დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას და მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოების და ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება.  

დიდიე ბურკჰალტერი საქართველოდა 3 ივნისს გაემგზავრება.  

Add to Twitter Add to Facebook