მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის<br /> კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის<br /> კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 5 ნოემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

3. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 18 ნოემბრისა (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).

4. თუ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.

5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, განათლება (უმაღლესი), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი;

ვ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია;

ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

თ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);

ი) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დავით პატარაია

-

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი კვერენჩხილაძე

-

საქართველოს პრეზიდენტის საპარლა-მენტო მდივანი

თამარ ბენაშვილი

-

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი

კახა კოჟორიძე

-

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე

ნინო ლომჯარია

 

 

-

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრა-ტიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი

ეკა გიგაური

-

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექ-ტორი.

 

 

გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook