მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ“ რეზოლუციის მიღების საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის შესაბამისად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე.

პარლამენტის ბიუროს 4 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მოთხოვნით შეტანილია საქართველოს პარლამენტის მორიგი სხდომის დღის წესრიგში, რომელიც, როგორც ცნობილია, უნდა გაიმართოს ხვალ, 5 მარტს.

შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.

Add to Twitter Add to Facebook