მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქართველ კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულო&sh

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქართველ კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულო­ცა

დღეს ქართველი კათოლიკეები მთელ კათოლიკურ სამყაროსთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.

სულითა და გულით ვულოცავ მათ ამ შესანიშნავ დღეს.

საქართველო რელიგიური მრავალფეროვნებისა და განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. ეს პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წინაშე. ქართველ კათოლიკეთა წვლილი, ამ მხრივ, განსაკუთრებულია. მათი სულიერი, კულტურული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო საქმიანობა უკეთესი მომავლისაკენ ჩვენი საერთო სწრაფვის განუყოფელი ნაწილია.

ვუსურვებ ქართველ კათოლიკეებს და მათ ოჯახებს კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერებას.

 

Add to Twitter Add to Facebook