მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სოფიო შამანიდი საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებს ეწვია

სოფიო შამანიდი საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი დღეს საგარეჯოს რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებს ეწვია. იგი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. პრეზიდენტის მრჩეველმა მოინახულა ლამბალოს სკოლის მშენებლობა და იორმუღანლოს რაიონის სკოლა, რომელიც ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია და ამის გამო ბავშვებს ძველი პოლიკლინიკის შენობაში უწევთ სწავლა. სიოფიო შამანიდი იორმუღანლოს ახალ ამბულატორიულ ცენტრსაც ესტუმრა, რომელიც, ადგილობრივების თქმით, არ ფუნქციონირებს, არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით და არ ჰყავს სამედიცინო პერსონალი.

მანამდე პრეზიდენტის მრჩეველი სამცხე-ჯავახეთის რაიონის სოფლებში - გორელოვკასა და ორლოვკაში იმყოფებოდა, სადაც დუხობორებს შეხვდა და მათ დუხობორების თვითმყოფადობის და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, მოინახულა გორელოვკაში მცხოვრები აჭარელი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთი და აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკო-მიგრანტებს გაესაუბრა. ახალქალაქში იგი შეხვდა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, ხოლო სოფელ კუმურდოში ბაპტისტურ-ევანგელური თემის წევრებს.

Add to Twitter Add to Facebook