მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სოფიო შამანიდი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძვარს ეპისკოპოსს შეხვდა

სოფიო შამანიდი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძვარს ეპისკოპოსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძვარს ეპისკოპოს ვაზგენს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ვიკარს არქიმანდრიტ ბაბკენ სალბიანს შეხვდა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობის პრობლემებზე იმსჯელეს. მათი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღემდე არ არის სათანადოდ მოგვარებული, სახელმწიფო ენის არცოდნაა. სოფიო შამანიდის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ზომების მიუხედავად, სამცხე-ჯავხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე  არ ფლობს ქართულ ენას.

ამას გარდა, შეხვედრისას საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

Add to Twitter Add to Facebook