მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სოფიო შამანიდმა წალკის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

სოფიო შამანიდმა წალკის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტში გამართა. გამგებელთან ილია საბაძესთან ერთად მან წალკაში შექმნილი ვითარება განიხილა - ისაუბრეს ეკომიგრანტების პრობლემებზე, რომლებიც ამჟამად ადგილობრივი ბერძნების სახლებში ცხოვრობენ.

პრეზიდენტის მრჩეველლი ასევე ბეშთაშენის და ახალშენის ბერძენ მოსახლეობას შეხვდა, რომელთა თქმით, ბოლო დროს საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ბერძნები წალკაში ბრუნდებიან და საკუთარი სახლების დაბრუნებას ითხოვენ. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ჩამოსახლებული ეკომიგრანტების იწვევს გაღიზანებას. ამის გამო მათ პრეზიდენტის მრჩეველს სთხოვეს, შუამდგომლობა გაუწიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა საიმინისტროსთან, რათა ეს პრობლემა ორივე მხარისთვის უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

Add to Twitter Add to Facebook