მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

​გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
 
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი.
 
ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ დამოუკიდებლობიდან და ახლა მივდივართ თავისუფლებისაკენ.
 
დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე" დაათვალიერეს.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს და პრეზიდენტის მრჩევლებს პარლამენტის განახლებული სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.
 
Add to Twitter Add to Facebook