მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა ჰოლანდიის პრემიერმინისტრი საქართველოში მოიწვია

​გიორგი მარგველაშვილმა ჰოლანდიის პრემიერმინისტრი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის პრემიერმინისტრს მარკ რუტესს შეხვდა და საქართველოში მოიწვია.
 
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, რეგიონში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლანდიას, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი წარმატებით დასრულდება.
 
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით გადაწყდება საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ლტოლვილთა კრიზისი და ტრაგიკული მოვლენები ბრიუსელში უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაზე.
Add to Twitter Add to Facebook