მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

​გიორგი მარგველაშვილმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეი დუდა საქართველოში მოიწვია.
 
გიორგი მარგველაშვილი ანდრეი დუდას აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას ასევე საუბარი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების შესახებ.
 
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ვარშავის სამიტისათვის მზადებას დაეთმო.
 
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი ვარშავის სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი და იმედოვნებს, რომ სამიტი შეიტანს გარკვეულ პროგრესს საქართველო -ნატოს ურთიერთობებში.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმების მიმდინარეობისას მიღწეული პროგრესის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემათ.
 
“საქართველოს პრეზიდენტის მოპატიჟებაზე პოლონეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, ის ჩამოვა საქართველოში, თუმცა იმედოვნებს, რომ თბლისში ჩამოსვლამდე იგი საქართველოს პრეზიდენტს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე იხილავს“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდეტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
 
Add to Twitter Add to Facebook