მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​პრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

​პრეზიდენტმა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
ქვეყნის პირველ პირთან ერთად ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
 
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
 
Add to Twitter Add to Facebook