მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​სადილი თბილისის სტრატეგული დისკუსიის ფარგლებში

​სადილი თბილისის სტრატეგული დისკუსიის ფარგლებში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორ ფრენსის ფუკუიამას, სტენფორდის უნივერსიტეტის 2016 წლის კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში დევიდ კრემერს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
სადილი თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო პოლიტიკაზე, მედიაგარემოზე და აღნიშნულ კონტექსტში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
Add to Twitter Add to Facebook