მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველო დაინტერესებულია გაიზიაროს ბელარუსის გამოცდილება მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით

​საქართველო დაინტერესებულია გაიზიაროს ბელარუსის გამოცდილება მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით

საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად მინსკში მაღალი ტექნოლოგიების პარკი მოინახულა, სადაც ტექნოპარკის წარმომადგენლებმა პარკის საქმიანობისა და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველო დაინტერესებულია მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით ბელარუსთან თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით.
ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომპიუტერული ტექნოლოგიების ერთერთი უმსხვილესი კომპანიაა, 2006 წელს შეიქმნა და დღემდე ბელარუსის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიის მიზანია, დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში.
მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა განცხადებით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის – Microsoft, Google, Facebook-ი და ექსპორტი აშშ-ში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და დსთ-ს წევრ ქვეყნებში ხორციელდება, და მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ექსპორტმა, 2016 წელს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკში შეიქმნა ისეთი ცნობილი აპლიკაციები როგორებიცაა საკომუნიკაციო საშუალებაა Viber-ი და გასართობი მობილური აპლიკაცია MSQRD („მასკარადი“), რომელიც ერთნაირად ხელმისაწვდომია iOS და Android სისტემებისათვის.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები ერთობლივი სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებების განვითარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ინფორმაციის გაცვლაზე, სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრების გამართვასა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
Add to Twitter Add to Facebook