მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი 14 მაისს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა

​საქართველოს პრეზიდენტი 14 მაისს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების, ასევე თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების თვალსაზრისით.

,,ლატვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა თეა მაისურაძემ.

მისი განცხადებით, ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში და აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს.

ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. 

Add to Twitter Add to Facebook