მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალ

​საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია.
გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტში ბელარუსის განათლების მინისტრმა იგორ კარპენკომ და უნივერსიტეტის რექტორმა ბორის ხრუსტალოვმა უმასპინძლეს.
უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და გიორგი მარგველაშვილს საპატიო პროფესორის დიპლომი გადასცა.
დიპლომის გადაცემის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ქვეყნის პირველმა პირმა ძირითადი აქცენტი საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გააკეთა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე გაამახვილა.
სახელმწიფოს მეთაურმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად უნივერსიტეტში გამოფენა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

Add to Twitter Add to Facebook