მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის სამეფოს მეფეს და პრემიერმინისტრს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი ბელგიის სამეფოს მეფეს და პრემიერმინისტრს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელგიის სამეფოს მეფეს, მის აღმატებულება მეფე ფილიპს და ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრს, შარლ მიშელს ბელგიის ეროვნულ დღსასწაულს ულოცავს.
„თქვენო უდიდებულესობავ,
მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ბელგიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო დიდად აფასებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებული კავშირები და ახლო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის.
თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები ბელგიის სამეფოს მეგობარი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ბელგიის სამეფოს მეფისადმი გაგზავნილ წერილში.
Add to Twitter Add to Facebook