მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს თანადგომას უცხადებს

​საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს თანადგომას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი შეძრწუნებულია ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ქვეყნის პირველი პირი გმობს ტერორიზმს, თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებს ბელგიის მეფეს, ბელგიის პრემიერს, ასევე ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელ პირებს და NATO-ს გენერალურ მდივანს.
 
„ჩემი ქვეყანა, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, განსაკუთრებით აღაშფოთა და შეაძრწუნა ბელგიაში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა. კვლავ ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ, ყველა ქვეყნის ლიდერი ერთად უნდა დავდგეთ და გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი“ - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილებში.
 
Add to Twitter Add to Facebook