მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ევროპული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტი ევროპული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მედიატურის ფარგლებში იმყოფებიან.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესითა და NATO-ს ვარშავის სამიტთან საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით.
 
შეხვედრისას განხილული იყო ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ჟურნალისტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობითაც დაინტერესდნენ.
 
მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტები მოამზადებენ მასალას, რომელიც ევროპის სხვადასხვა წამყვან მედია საშუალებებში გამოქვეყნდება, მათ შორისაა ავსტრიული “Der Standard”, დანიური “Politiken”, გერმანული “Zeit Online”, პოლონური პრესის სააგენტო (PAP), ესპანური “El Pais”.
 
ვიზიტის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია - European Journalism Centre (www.ejc.net) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
 
ევროპელ ჟურნალისტთა 15 კაციანი ჯგუფის მედიატური მხარდაჭერილია ევროკომისიის "სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის“ მიერაა ორგანიზებული და მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას.
 
 
 
 
 
 
 
 
Add to Twitter Add to Facebook