მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ეზიდებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი ეზიდებს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს

ჩემო ეზიდო თანამემამულენო,
 
გილოცავთ ახალი წლის დღესასწაულს - კლოჩე სარე სალეს.
 
საუკუნეთა განმავლობაში ამ შესანიშნავ დღეს თქვენ ზეიმობთ გაზაფხულის შემობრძანებას - განახლების, სულის სიმტკიცისა და ტრადიციების გაგრძელების დღესასწაულს.
 
თქვენი უძველესი ტრადიციები და თვითმყოფადობა, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებთ და განამტკიცებთ, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.
 
მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებებსა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
 
Add to Twitter Add to Facebook