მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს დაბადების დღეს ულ

​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს დაბადების დღეს ულოცავს

"თქვენო აღმატებულებავ,
მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ლიტვის რესპუბლიკამ მიაღწია სასურველ წინსვლას, კეთილდღეობას -  პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.
მტკიცე პარტნიორობის პირობებში, დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მრავალი წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები.
გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას მეგობარი ლიტველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ყველა თქვენს სამომავლო წამოწყებაში", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
Add to Twitter Add to Facebook