მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს მის აღმატებულება ტოომას ჰენდრიკ ილ

​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს მის აღმატებულება ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩემთვის პატივია გამოვხატო ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
 
მოხარული ვარ კიდვ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.
 
ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების ერთიანი ძალისხმევით, ისტორიული კავშირი და ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების სასარგებლოდ.
 
ვსარგებლობ რა შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საკითხში.
 
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები და ვუსურვო მეგობარ ესტონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.
Add to Twitter Add to Facebook