მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა.
 
„დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ ქვეყნის განვითარებისათვის პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ მნიშვნელობას, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის როლს  ადამიანის უფლებათა დაცულობის, დემოკრატიის გაძლიერებისთვის.
 
ჟურნალისტთა კორპუსს ‘მეოთხე ხელისუფლებას’ უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად  იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება”, - აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოცში.
 
პრეზიდენტის მილოცვაში განსაკუთრებით აღნიშნულია, რეგიონული მედიის ფუნქცია ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში.
 
„ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი აკისრიათ.
 
ყოველი ხელისუფლების, თითოეული სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა ამ ძალისხმევის თანადგომა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია მილოცვაში.
 
Add to Twitter Add to Facebook