მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი კანადის გენერალ-გუბერნატორს, ჯული პაიეტს შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტი კანადის გენერალ-გუბერნატორს, ჯული პაიეტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

დღეს სალომე ზურაბიშვილი კანადის გენერალ-გუბერნატორს, ჯული პაიეტს შეხვდა და კანადა - საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს და საქართველოს მეტ ჩართულობას მულტილატერალურ ინიციატივებეში, რაზეც კანადურმა მხარემ მხადრაჭერა გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯული პაიეტს რუსული ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.

​აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინსტიტუციური თანამშრომლობის სექტორული მიმართულების გაძლიერება, და ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად სექტორული პოლიტიკის განვითარება.
Add to Twitter Add to Facebook