მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი “მოითხოვე ქართულის'' ფარგლებში კახეთში ქართულ საწარმოებს ეწვია

​საქართველოს პრეზიდენტი “მოითხოვე ქართულის'' ფარგლებში კახეთში ქართულ საწარმოებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, კახეთის რამდენიმე ქართულ კომპანიას ეწვია და საწარმოო პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილმა სოფელ კურდღელაურში რძის გადამამუშავებელი საწარმო და სოფელ ნაფარეულში ,,ტყუპების ღვინის მარანი'' მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ 12 იანვარს დაიწყო. ამ კამპანიით გიორგი მარგველაშვილი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე ეწვია ქართლისა და აჭარის ქართულ საწარმოებს და მოსახლეობას სამამულო პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა.
ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.

Add to Twitter Add to Facebook