მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს:
 
„თქვენო აღმატებულებავ,
 
ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე.
 
მსურს აღვნიშნო, რომ პოლონელმა ხალხმა  მრავალი გამოწვევა დაძლია წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. მოხარული ვარ, რომ ამჟამად, ჩვენ ვხედავთ ძლიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია საერთაშორისო არენაზე. ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა, მე მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
 
ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
 
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის  ოფიციალურ წერილში.
 
 
Add to Twitter Add to Facebook