მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რეგიონში არსებულ ვითარებას და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
 
სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.
Add to Twitter Add to Facebook