მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.
 
მხარეებმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხზე იმსჯელეს.
 
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას რუსული მცოცავი ოკუპაციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
 
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ჩრდილოეთ მაკედონიის მხარემ საქართველოს საელჩოს გახსნისა და ელჩის დანიშვნის სურვილი გამოითქვა.
 
პრეზიდენტებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე.
Add to Twitter Add to Facebook