მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ქართული სპორტის განვითარებას ისახავენ და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.

ამ ტიპის საფეხბურთო აკადემია პირველია გურიაში. ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება შენობის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინდორისა და ტრიბუნების მოწყობის სამუშაოები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
 
Add to Twitter Add to Facebook