მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების 28 წლისთავთან დაკ

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“დღეს შესრულდა 28 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან.
ვულოცავ ამ დღეს გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს! სწორედ ეროვნული გვარდიაა ის მტკიცე საფუძველი, რაზეც დგას საქართველოს თავდაცვის ძალები.
ეროვნული გვარდია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ინახავს. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. პატივს მივაგებ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისათვის. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად იდგა ბრძოლის ველზე.
პროფესიონალიზმი და სამხედრო ფიცის ერთგულება აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
Add to Twitter Add to Facebook