მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეუთო-ს მისია, როგორც მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მისია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ამ ფორმატში მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის უდიდეს მნიშვნელობას.

ეუთო-ს მისია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.
Add to Twitter Add to Facebook