მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
 
სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მევლუთ ჩავუშოღლუ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
 
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და მათ შორის იმ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც არსებობს როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში.
 
განსაკუთრებით აღინიშნა ტრანსრეგიონული პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც მხარეთა შორის როგორც ენერგეტიკული, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით ვითარდება.
 
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, უსაფრთხოებისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
ხაზგასმით აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთისა და საქართველოსათვის, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც.
 
Add to Twitter Add to Facebook