მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მაღალი დონის საზეიმო მიღებას დაესწრო

​საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მაღალი დონის საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ამერიკული ფონდის “Appeal of Conscience Foundation” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას "2018 Annual Awards Dinner" საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო, რომელიც ყოველ წელს უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.
წლევანდელი ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისიტინ ლაგარდისა და საფინანსო ორგანიზაციის „რიჩმონტი“ თავმჯდომარის ჯოან რუპერტის პატივსაცემად გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა მიმართა. საზეიმო მიღებას სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკური მოღვაწეები, კონგრესისა და სენატის, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფონდი“Appeal of Conscience Foundation” 1965 წელს დაარსდა. ორგანიზაცია წარმოადგენს ბიზნესის სფეროსა და სხვადასხვა ლიდერთა კოალიციას, რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვას ემსახურება.
 
Add to Twitter Add to Facebook